-
„მუნიციპალური ნარჩენების მართვის ანგარიში 2020“.განხილვა
2022.02.1515 თებერვალს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, ჩატარდა ონლაინ შეხვედრა, სადაც წარდგენილი იყო „მუნიციპალური ნარჩენების მართვის ანგარიში 2020“.
ანგარიში მომზადდა საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს მიერ და წარმოადგენს მუნიციპალიტეტების მიერ, მათ ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების მართვის 5 წლიანი გეგმის შესრულების მონიტორინგს.
ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობდნენ, შვედეთის მთავრობის, საქართველოში აკრედიტირებული საელჩოების, პარტნიორი ორგანიზაციების, სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები. ასევე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და - შვედეთის საელჩოს პროგრამების ოფიცერი ხათუნა ზალდასტანიშვილი.
პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციების „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს“, „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT), საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ მიერ, ადგილობრივ და შვედ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, სსიპ “გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან“ და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობის ფარგლებში.
https://www.facebook.com/179845652104325/videos/472590651197167