-
2009.01
2009-2019
• საქართველოს მწვანეთა მოძრაობა გახდა ეროვნული პლატფორმის წევრი; • დაიწყო ბერნის უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიაში ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენების კუთხით; • ჩატარდა კლიმატის კვირეულები; • განხორციელდა ქ. თბილისის შემოვლითი რკინიგზის საწინააღმდეგო კამპანია მოსახლეობის ინტერესებისა და თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიების დაცვის მიზნით; • გრძელდება მონაწილეობა საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის პროცესში და საჯარო განხილვებში. მათ შორის: - გაუდაბნოებასთან ბრძოლის ეროვნულ პროგრამის შემუშავებასა და მონიტორინგში; - მიწის რესურსების დაცვისა და რაციონალური გამოყენების საკანონმდებლო ინიციატივისა და ქარსაფარი ზოლების შესახებ კანონპროექტის განხილვებში; • ჩატარდა შეხვედრა ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების შესახებ და მომზადდა დასკვნები; • გრძელდება მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დასუფთავების აქციები საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის შავი ზღვის სანაპირო ზოლში; • გრძელდება თანამშრომლობა დედამიწის მეგობრების, როგორც ევროპის ასევე ცენტრალური სამდივნოს ოფისთან, მის ცალკეულ ჯგუფებთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან (WECF, CAN); • გრძელდება აქტიური მონაწილეობა დიდი ჰესების საწინაღმდეგო კამპანიაში (ონი, ხუდონი, ნამახვანი, მესტიაჭალა -1, მესტიაჭალა-2, ხელედურა-3, სადმელ-ალპანა და ხვანჭკარა-ალპანას კაშხალი); • განახლდა ურთიერთობები გლობალური სატყეო კოალიციის - GFC-თან, (წევრი 2005 წლიდან); • მიიღო მონაწილეობა შეხვედრებში პოტენციურად დამაბინძურებელი საწარმოების საქმიანობაზე; ლობირება და ადვოკატირება ამ საწარმოების გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში; • გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: ,,გენეტიკური რესურსებით სარგებლობის თანაბარი განაწილება“, ბიომრავალფეროვნების კონვენციის მხარეთა მე-10 შეხვედრასთან დაკავშირებით (იაპონია. ქ. ნაგოია); • ჩატარდა მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები შავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვის მიზნით; • დაიწყო მდგრადი ტექნოლოგიების (უსაფრთხო სასმელი წყალი ეკო- სანიტარული განახლებადი ენერგოტექნოლოგიების) დანერგვაზე ხელშეწყობა; • დაიწყო პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ (შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით) და კამპანიები: „დავასუფთაოთ საქართველო-დავასუფთაოთ მსოფლიო’’, „ლურჯი ნაკადული“ ( 2010-2018 წლები); • დაიწყო სამოქალაქო მონიტორინგის განხორციელების გაძლიერება ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროცესებზე; • შეიქმნა „ლიდერთა სკოლა“ სტუდენტებისთვის გარემოსდაცვითი პოლიტიკის სწავლების მიზნით. (2012-2018 წლებში კურსდამთავრებული); • ჩატარდა თბილისის მეწყრული ზონების მონიტორინგი (2012 წ); • გაკეთდა ტრანსასაზღვრო საძოვრების მართვის შეფასება და მომზადდა შესაბამისი რეკომენდაციები აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობებისთვის, 2011; • გაძლიერდა საქართველოს ენერგეტიკის სფეროში მიმდინარე პროცესების კვლევები და მონიტორიგი; • დამონტაჟდა მზის წაყალგამაცხელებლები და ენერგოეფექტური ღუმელები ექსპლოატაციაში შევიდა ბიომასის (ხის ნარჩენებზე მომუშავე) საამქრო; • გამოვლინდა წითელი ნუსხის და სხვა იშვიათი და ენდემური სახეობები; • მომზადდა ანგარიში „საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარების“ სიტუაციური ანალიზი - მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების რეციკლირების მაგალითზე“ (ავტ. ბ-ნ პ. ცაგარეშვილი); • შეიქმნა სტიქიური ნაგავსაყრელების მონაცემთა ბაზა (პროექტი ,,დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში) და გაკეთდა სტიქიურად დაბინძურებული ტერიტორიების ადგილმდებარეობის, რაოდენობისა და ნარჩენების მოცულობის აღმნიშვნელი ინტერაქტიური რუკა; • დაფუძნდა კონკურსი - ”სუფთა რეგიონი” (ნომინაციები: სუფთა რეგიონი, სუფთა ქალაქი/მუნიციპალიტეტი, სუფთა სოფელი, ლამაზი ეზო, სუფთა ქუჩა და ლამაზი აივანი); • შემუშავდა და გამოიცა თემატური სახელმძღვანელოები და სპეციალური ჟურნალები; • ჩატარდა ტრენინგები ჟურნალისტებისთვის გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით; • მომზადდა საკომიტეტო მოკვლევისთვის საპარლამენტო წინადადება ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ (2018 წ.); • მონაწილეობა მივიღეთ 2015 წელს აფხაზეთში სამთავრობო დონეზე გამათულ შეხვედრაში კლიმატის ცვლილების საკითხებზე; • განხორციელდა ნარჩენების კოდექსის ლობირება და მის საჯარო განხილვებში მონაწილეობა; • შემუშავდა და მიღებულ იქნა მუნიციპალიტეტებში ნარჩენების მართვის გეგმები; • შეჩერდა გუდამაყრის ჰესის მშენებლობა.
-
1999.01
1999-2009
• ჩატარდა „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ VII საერთო კრება. ორგანიზაციის თანათავმჯდომარეებად არჩეულ იქნენ ქალბატონები ნანა ნემსაძე და რუსუდან სიმონიძე (2002წ. 19 ოქტომბერი); • ორგანიზაცია გახდა ქსელის „ევროპელი ქალები უკეთესი მომავლისათვის“ წევრი ორგანიზაცია; • ჩატარდა „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ VIII საერთო კრება. ორგანიზაციის თანათავმჯდომარეებად არჩეულ იქნენ გიორგი მაღრაძე და სოფო სახანბერიძე ( 2007წ); • ჩატარდა მონიტორინგი მწვნე ნარგავების უკანონო ჭრებთან დაკავშირებით (2000-2001 წწ); • ჩატარდა ღონისძიებები დედამიწის დღის 30 წლისთავის აღსანიშნავად: - დაირგო 3000 ფოთლოვანი სახეობის ნერგი; - მომზადდა ახალგაზრდული ეკო-ექსპედიცია; - ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია „ენერგოეფექტურობისა და ენერგიის კონსერვაციის უპირატესობათა შესახებ“; - მოეწყო შეხვედრა - სემინარი ორჰუსი კონვენციის შესახებ; • ჩატარდა გამწვანების მხარდასაჭერი და საპროტესტო აქციები ხის მჭრელების წინააღმდეგ და დაწესდა ჯილდო ,,ნაჯახი“ (2001 წ); • ჩატარდა საპროტესტო აქციები ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის ბორჯომის ხეობაში გატარების საწინააღმდეგოდ; • ჩატარდა აქცია “დავასუფთაოთ მტკვარი” გაეროს კვირეულის ფარგლებში; • ჩატარდა აქციები კასპის ცემენტის ქარხნის მიერ გარემოს დაბინძურების საწინააღმდეგოდ; • ჩატარდა სადემონსტრაციო პროექტი პარკებსა და სკვერებში კომპოსტირების მეთოდის დანერგვის მიზნით (2008 წ.); • ჩატარდა ვერეს ხეობაში ახალი ტრასის გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია „არ მოჭრა ხე“; • გაეწია ორგანიზება მწვანე რეკრიაციული ზონების შენარჩუნების მხარდასაჭერი პეტიციის მომზადებას, რომელიც გადაეცა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს; • ჩატარდა ლექცია - სემინარები დოკუმენტური ფილმების ჩვენებით, თბილისის სკოლების დაწყებითი კლასის მოსწავლეებისათვის (ორგანიზატორი ბ-ნ ი. გულედანი); • ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია ბიოუსაფრთხოების საკითხებზე (2004წ.); • ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია მდგრადი განვითარების საკითხებზე ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის მიზნით (2006 წელი ); • გაგრძელდა აქტიური მონაწილეობა პანევროპულ გარემოსდაცვით კონფერენციებში; • დაწესდა ბზების განადგურების საწინააღმდეგო კამპანია „გადავარჩინოთ ბზა“ (2002), რომელიც ტარდება საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით; • ჩატარდა კლიმატის პირველი კვირეული (2009 წ.); • ჩატარდა კამპანია - რაჭაში ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის საწინააღმდეგოდ; • ჩატარდა პირველად საქართველოში აქცია დევიზით “დავასუფთაოთ მსოფლიო“ (2002 წლის 21 სექტემბერი); • ჩატარდა კამპანიები პლასტმასის ბოთლების მეორადად გამოყენების წინააღმდეგ და ნარჩენების მეორად რესურსად გამოყენების შესახებ; • ჩატარდა კამპანია გადავარჩინოთ საახალწლო ნაძვის ხეები; • გამოიცა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება “საახალწლო ნაძვის ხეების უკანონოდ მოპოვებისა და რეალიზაციის აღმკვეთ ღონისძიებათა შესახებ” „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ ინიცირებით (2002 წ); • ჩატარდა პირველი ქაღალდშემგროვებელი ქსელი თბილისში; • შეიქმნა საბუნებისმეტყველო დისციპლინების პედაგოგებისათვის სპეციალური საგანმანათლებლო და მეთოდური პაკეტები (ბეჭდური და ელექტრონული ფორმით) და ტრენინგ პროგრამა; • განხორციელდა დაცულ ტერიტორიებში სოციალური კონფლიქტის მოგვარების პროგრამა; • მომზადდა საქართველოს და სამხრეთ კავკასიის რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი მიმართვა კოპენჰაგენის კლიმატის ცვლილებების ჩარჩო-კონვენციის მხარეთა შეხვედრისადმი; • მოხდა მოსახლეობის ინფორმირება რადიაციულ საფრთხეებთან დაკავშირებით და დარიგდა გამაფრთხილებელი ნიშნების აღმნიშვნელი ფურცლები; • განხორციელდა რამდენიმე გარემოსდაცვითი პროექტი; • ჩატარდა საზოგადოებრივი მონიტორინგი ბაქო-ჯეიჰანის მილსადენზე;
-
1989.12
1989-1999
• ეკოლოგიური ასოციაციის პირველ კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად შეიქმნა დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ორგანიზაცია - „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა“ და მიღებულ იქნა მისი წესდება (1989 წლის 12 მაისი); დღეისათვის „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა“ არის საზოგადოებრივი გუშაგიც და ლობისტური ორგანიზაციაც; • ჩატარდა საქართველოს მწვანეთა მოძრაობის პირველი კონგრესი და ოფიციალურად დაფუძნდა „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა“ (1989 წლის 9-10 დეკემბერი); • მიღებულ იქნა გადაწყვეტილება „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ სხდომაზე საქართველოს მწვანეთა პარტიის დაარსების შესახებ (1990 წლის 12 მარტი); • არჩეულ იქნა „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ მეხუთე კონგრესზე ორგანიზაციის თავმჯდომარედ ქ-ნ ნანა ნემსაძე, საპატიო თავმჯდომარედ ბ-ნ ზურაბ ჟვანია (1995 წლის 15 მაისი); • აღინიშნა პირველად საქართველოში, „დედამიწის დღე“ (1990 წლის 22 აპრილი); • გამოვიდა გაზეთის - „დედამიწა“ პირველი ნომერი; • გამოქვეყნდა „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ეკონომიკური დოქტრინის თეზისები’’ (ავტ. ბ-ნი დ. ადეიშვილი, 1990 წ.); • შემუშავდა „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ეკოლოგიური კონცეფციის თეზისები“ (ავტ. ბ-ნ გ. თუმანიშვილი 1991 წ.); • მიღებულ იქნა „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა“ „დედამიწის მეგობრების“ ასოცირებულ, შემდეგ კი ნამდვილ წევრად (1991-1993 წ.წ.); • ჩატარდა პირველი გარემოსდაცვითი მიტინგები („არა ჰუდონჰესს“, „არა უსისტემო ქალაქმშენებლობას“ და „პროტესტი იპოდრომზე მშენებლობის წინააღმდეგ“); • ჩატარდა პირველი საერთო კავკასიური სემინარი „კავკასია- ჩვენი საერთო სახლია“; • ჩატარდა პირველი საერთაშორისო შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებისა ბათუმში, შავი ზღვის დაცვის საკითხებთან დაკავშირებით; • ჩატარდა აქციები: სასოფლო-სამეურნეო მიწების ფრაგმენტაციის, „ლოჯიებისა“ და ავტოფარეხების მშენებლობის და მწვანე ნარგავების განადგურების საწინააღმდეგოდ, ქალაქების გარშემო ბაღებისა და ქარსაცავი ზოლების დასაცავად; • ჩატარდა აქციები: „მშვიდობით იარაღო“ და „SOS შავი ზღვა“ სიმბოლური ცოცხალი ჯაჭვით; • ჩატარდა ერთობლივი ექსპედიცია აზერბაიჯანელ მწვანეებთან ერთად მდინარე მტკვარზე ე.წ. „ცხელი წერტილების“ დასადგენად; • ჩატარდა კამპანია გენმოდიფიცირებული პროდუქციის აკრძალვის, ან მარკირების მოთხოვნით; • ჩატარდა საზოგადოებრივი რეიდები ბაზრებში უხარისხო საკვები პროდუქტების გამოსავლენად; • დაიწყო ფართომასშტაბიანი კამპანია ენერგოდერეფნებისთვის (ბაქო-სუფსა, ბაქო- ჯეიხანი და ბაქო-შაჰდენიზი) გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის დაცვის მოთხოვნით; • დაიწყო ფართომასშტაბიანი კამპანია თურქეთის ტერიტორიაზე მდ. ჭოროხის აუზში კაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის წინააღმდეგ; • დაიწყო კამპანიები „საშიში კვების პროდუქტების წინააღმდეგ“, „დედამიწის კვირეული“, „დავიცვათ შავი ზღვა“, „კლიმატის გლობალური ცვლილება“, „ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგიები“, „ბიომრავალფეროვნების დაცვა“, „დავიცვათ ბაღ- პარკები“; • დაიწყო მუშაობა ტყეების დაცვისა და წიაღის დაცვის მიმართულებით; • დაიწყო მუშაობა საწარმოების მიერ გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ (ქუთაისის ლიტოფონის, ცენტროლიტის, ზესტაფონის ფეროშენადნობის, მეტალურგიული და ფაიფურის ქარხნების მიერ გამოწვეულ პრობლემებზე); • დაიწყო მუშაობა ბიომეურნეობების შესაქმნელად; • დაიწყო ეროვნული პარკების შექმნის ლობირება საქართველს უნიკალური ეკოსისტემების შენარჩუნების მიზნით ; • დაიწყო მუშაობა გარემოს დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომისიასა და ,,ფრიდრიხ ებერტის ფონდთან“ ერთად კანონზე „გარემოს დაცვის ნებართვის შესახებ“, რომელმაც საფუძველი დაუდო გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის დანერგვას საქართველოში; • მიღებულ იქნა „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ მდგრადი განვითარების კონცეფცია; • ჩატარდა ტყის პირველი საზოგადოებრივი მონიტორინგი; • შეიქმნა „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ ინიცირებით, არასამთავრობო ორგანიზაცია - ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ,,ელკანა’’; • შეაჩერეს საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომისიისა და გარემოს დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ნარჩენების შემოტანა საქართველოში; • შევიდა საქართველოს კონსტიტუციაში 37-ე მუხლი. „საქართველოს მწვანეთა მოძრაობისა“ და პარლამენტის მწვანეთა ფრაქციის ინიცირებით; • ითარგმნა და დაიბეჭდა ბროშურა კვების პროდუქტებში არსებული ხელოვნური დანამატების შესახებ - „რას ნიშნავს E ნომრები“; • ჩაეყარა საფუძველი ახალგაზრდული ეკოლოგიური ბანაკების მოწყობას; • ინიცირებულ იქნა საქართველოს პარლამენტში დადგენილება „საქართველოს ტერიტორიაზე პარკებში, ბაღებში და სკვერებში მშენებლობების აკრძალვისა და შეჩერების შესახებ; • გაკეთდა ჩრდილო-სამხრეთ გაზსადენის მიმდებარე ტერიტორიების ტერასირება მწვანე ნარგავებით, ნიადაგის ეროზიის შეჩერების მიზნით;