• თემზე დაფუძნებული ტყის მდგრადი მართვა ფშავის მაგალითზე

    თემზე დაფუძნებული ტყის მდგრადი მართვა ფშავის მაგალითზე

    2021.06.24

    საქართველოში თემზე დაფუძნებული ტყის მდგრადი მართვა ფშავის მაგალითზე

    პროექტის საქართველოში თემზე დაფუძნებული ტყის მდგრადი მართვა ფშავის მაგალითზე ფარგლებშირომელიც ხორცილედება დუშეთის მუნიციპალიტეტში, სამიზნე სოფლების თვალივის და გუდრუხის მოსახლეობისათვის ჩატარდა სემინარი თემაზე: განახლებადი და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენება სოფლად - საოჯახო პირობებში.

    სემინარის მონაწილეებს საშუალება მიეცათ მოესმინათ ინფორმაცია განახლებადი და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების სარგებლის, კლიმატის ცვლილების გლობალური გამოწვევებისა და კლიმატის ცვლილების შერბილების პროცესში ადამიანის როლის შესახებ. მონაწილეები, ასევე გაეცნობოდნენ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს.

    პროექტი ხორციელდება დუშეთის მუნიციპალიტეტის 4 თემში მაღაროსკარიკანატიათვალივიგუდრუხი და მისი მიზანიაადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და მათი ჩართვა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების შემუშავებისმიღებისა და განხორციელების პროცესშიტყისა და საძოვრების მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობაკლიმატის ცვლილებით გამოწვეული პროცესებისა და სათბურის გაზების ემისიების შემცირებამთის ტყეებზე  ანთროპოგენული ზემოქმედების შემცირება და მაღალმთიანი ტყეების მდგრადი მართვის პრაქტიკის დანერგვაასევეკლიმატგონივრული ტექნოლოგიების პოპულარიზაცია და ენერგოეფექტური ღონისძიებების განხორციელება.

    სემინარის დასარულს, ადგილობრივი მოსახლეობასთან თანაშმრომლობით, შეიქმნა საინიცატივო ჯგუფი ორივე სოფლის წარმომადგენელების ჩართულობით, რომლებიც ადგილზე დაეხმარება პროექტის გუნდს დაგეგმილი ღონისძიებებისა და აქტივობების ერთობლივად განხორციელებაში.

    პროექტის ფარგლებში სამიზნე სოფლებში დაგეგმილია ბენეფიციარების შერჩევარომლებსაც გადაეცმა ხილის საშრობები; ენერგოეფექტური ღუმელები; ბიომასის ბრიკეტები; მზის წყალგამაცხელებლები; ასევე დათბუნდება რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.

    პროექტით დაგეგმილიაადგილობრივი მოსახლეობისათვის სწავლება-სემინარები კლიმატგონივრული ტექნოლოგიების სიკეთეების გაცნობისდანერგვისა და გამოყენების სწავლების მიზნით.

    პროექტი ხორციელდება საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს მიერკლიმატის საერთაშორისო ინიციატივის (IKI) ფარგლებშიგერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გარემოს დაცვისბუნების კონსერვაციისა და ატომური ენერგეტიკის ფედერალური სამინისტროს (BMU) მხარდაჭერით.