კლიმატის კვირეულის გახსნის ცერემონიალის

17ოქტომბერს 2010წ
დღის განრგიგი

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, საქართველოში კი უკვე მეორედ 2010 წლის 17-24 ოქტომბერს იმართება კლიმატის კვირეული. იგი მოიცავს საქართველოს მთელ ტერიტორიას და დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები.

საქართველოში კლიმატის კვირეული ტარდება საქართველოს მწვანეთა მოძრაობის კოორდინირებით, საქართველოში ევროგართიანების წარმომადგენლობის, თბილისის მერიის, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით. მასში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციები, აკადემიური წრეები დიპლომატიური კორპუსი და საერთაშორისო ორგანიზაციები.

2010 წლის კლიმატის კვირეულის ლოზუნგია "ვიმგზავროთ გონივრულად, ვიცხოვროთ უკეთესად." ("Travel Smarter, Live Better")

კვირეულის გახსნა დაგეგმილია 17 ოქტომბერს 11:00-12:30 საათზე

11:00 გაიმართება მსვლელობა, რომელიც დაიწყება თბილისის საკონცერტო დარბაზიდან (ფილარმონია) დასრულდება პარლამენტის შენობის წინ, სადაც 11:45 გაიმართება კლიმატის კვირეულის ოფიციალური გახსნა. მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებენ ველოსიპედისტები, სკეიტბორდისტები და ფეხით მოსიარულენი.

მსვლელობის დროს დაგეგმილია რუსთაველის გამზირის გადაკეტვა.

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ 17 ოქტომბერს, 11:45 საათზე, გაიმართება გახსნის ცერემონიალი, სადაც კვირეულში მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ბატონი გოგა ხაჩიძე, ქ. თბილისის მერი ბატონი გიგი უგულავა, საქართველოში ევრო გაერთიანების დელეგაციის ხელმძღვანელი ელჩი პერ ეკლუნდი, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კავკასიის მისიის დირექტორი ჯონთან კონლი, მწვანეთა მოძრაობის წარმომადგენელი, პირველი კურსის სტუდენტი, ციალა აბესაძე.