Client Account

Sign-In

Forgot your password?


ქიმიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა საქართველოში

30 მარტს, გაიმართა სამუშაო შეხვედრა „საქართველოში საშიში ქიმიური ნივთიერებების მოხმარების შემცირება და უსაფრთხო ქიმიკატების პოტენციალი, არაქიმიური ალტერნატივების ჩათვლით“, რომლიც მიზანი იყო საქართველოში საშიში ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შემცირებისა და უსაფრთხო ალტერნატივებით მათი ჩანაცვლების პრობლემებისა და მოგვარების გზების დასახვა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტებმა, არასამთვრობო და სამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნეს-სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა.

სამუშაო შეხვედრაზე გამოიკვეთა ის პრობლემები, რომელიც საქართველოში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხოების რეგულირების სფეროში არსებობს. აღინიშნა, რომ არაფექტურია არსებული საკანონმდებლო ბაზა, ხშირ შემთხვევაში კი პასუხისმგებელი დაწებულებების წარმომადგენელთა არაეფექტური მუშაობა ხელს უწყობს ქვეყანაში ათასობით ტონა სახიფათო და აკრძალული ქიმიური ნივთიერებების შემოტანას. ეს კი სერიოზულ საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას და გარემოს. ეს ეხება ასბესტის და პესტიციდების გამოყენებასაც, დაბალია მოსახლეობის ცნობიერების დონე ქიმიური პრეპარატების მოხმარებასთან და შენახვასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პრობლემის დროული და ეფექტური გადაწყვეტისათვის აუცილებელია, სახელმწიფოს მხრიდან დროული და ეფექტური მექნიზმის ამუშავება, რომ საფრთხის ქვეშ არ იდგეს საზოგადოების ჯანმრთლეობა და გარემოს მდგომარეობა. ასევე აუცილებელია საზოგადოების ინფორმირობულობის გაზრდა საშიში ქიმიკატების გამოყენების შემცირების თაობაზე და მათი არაქიმიური და უსაფრთხო საშუალებებით ჩანაცვლების საკითხებზე. შეხვედრები აღნიშნულ საკითხებზე პროექტის ფარგლებში კვლავ გაგრძელდება.

სამუშაო შეხვედრა ორგანიზებულია არასმთავრობო ორგანიზაციების – საქართველოს მწვანეთა მოძრაობის/დედამიწის მეგობრებისა და ევროპელი ქალები საერთო მომავლისათვის (WECF) მიერ, არასამთავრობო ორგანიზაციებთან – სოფლად თემთა განვითარების სააგენტოსა და საქართველოს ეკოლოგიურ მიწათმოქმედთა ასოციაციასთან (სემა) – თანამშრომლობით.
პროექტი ხორციელდება „ქიმიურ ნივთიერებათა საერთაშორისო მართვისადმი სტრატეგიული მიდგომის” (SAICM) სწრაფი დაწყების პროგრამის სატრასტო ფონდის (QSPTF ) ფინანსური მხარდაჭერით.



უკან დაბრუნება